ქარის შედეგად, გურიაში, მეტ-ნაკლებად, თუმცა, ზარალია ყველა სოფელში.
ნაგომარში, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, დაზიანებულია სახლების სახურავები, მოტეხილი ან მოთხრილია ხეები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელში, მიხეილ ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ქარმა ეკლესიასთან მოთხარა ნაძვი. ასევე, მოტეხილია ხე ჭანაურის უბანთან.
_ ამ დროისთვის ხუთმა ოჯახმა დარეკა, რომ ნაწილობრივ გადახდილია მათი სახლების სახურავები. ისე, რომ მთლიანად გადაეძროს, ასეთი ფაქტი არ მოხდარა, _ გვითხრა მან.
კითხვაზე, არის თუ არა სოფელში შუქი, მან განმარტა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
_სადაც დაზიანდა, მუშაობენ „ენერგო პროს“ წარმომადგენლები. უმეტესად კი, მიეწოდებათ, _ თქვა ცქიტიშვილმა.