სოფელ შემოქმედში გამართულ შეკრებაზე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი “პარვუს ჯგუფის” მიერ დაგეგმილ ჰესების მშენებლობის შესახებ.
“სოფელში არის ერთი ჰესი და არავინ, არაფერს გვეხმარება. რანაირად შეიძლება მსგავსი რამე მოხდეს? შენ მოგება გინდა ნახო, გამდიდრდე სოფლის ხარჯზე და სოფელს არაფერი უნდა? მთავარი არის ხალხი და თავიდანვე უნდა მომხდარიყო მოსახლეობასთან შეხვედრა. თუ ხალხს არ შეხვდებიან და არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას, ყოველდღე იქნება მსგავსი შეკრებები,” – ითქვა დღეს გამართულ შეკრებაზე.
ამ ეტაპზე ადგილობრივები სოფელ გომში ავიდნენ და მიმართვაზე ხელმოწერები გრძელდება. ისინი იმ ადგილას არიან შეკრებილები, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება და მშენებლობაზე მისულ ავტომობილებს არ უშვებენ.