ტელეკომპანია აჭარას ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცივაძეების ოჯახს ღამის საათებში სამი ერთეული პირუტყვი მოპარეს.
ოჯახი აცხადებს, რომ ქურდობა დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა, დილით კი სადგომი ღია მდგომარეობაში დახვდათ.
ადგილზე მივიდა შსს-ს კრიმინალური პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

































































