“ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოგვპარა,”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით.
“რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ქართველ ხალხს დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი გამარჯვება,”- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.