https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სოსოიას რუსისა” და ქაჯების ამბავი

13:03; 18.12.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველი ლიტერატორების ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან–თაობებში გადადის.

თავდაპირველად, ბატონი ნოდარ დუმბაძე გავიხსენოთ და თავის დროზე გახმაურებულ ერთ ისტორიასაც შემოგთავაზებთ.

საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში ბატონმა რეზო ჩხეიძემ თათბირ-სემინარი ჩაატარა დიდი ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას “დონ კიხოტის” ეკრანიზაცის შესახებ. “ქართული ფილმი” ესპანელ კოლეგებთან ერთად აპირებს ამ ნაწარმოების გადაღებასო აღნიშნა ბატონმა რეზომ. ნოდარ დუმბაძე გრძელი მაგიდის კუთხესთან იჯდა, ხმას არ იღებდა და საგულდაგულოდ ქაღალდის ფურცელზე ფანტასტიკურ ფიგურებს ხაზავდა.

რეზო ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა, გამოჩენილი კინორეჟისორი მოიყვანა, რომელიც იმჟამად საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა. სტუმარმა შეკრების მიზანი რომ გაიგო, გაიოცა – თუ კლასიკოსის გადაღება გნებავთ, შორს სადღა მიდიხართ, თქვენი ბრწყინვალე “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.

ბატონმა რევაზმა დიპლომატიური ღიმილით მიუგო, რომ “ქართული ფილმი” ჯერ ვერ გრძნობდა თავს საკმაოდ მომზადებულად ასეთი დონის ნაწარმოების ეკრანიზაციისათვის.

– ჩვენ კი ისე “გავთავხედდით”, – განაგრძო ინგლისელმა კოლეგამ, – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება, და ისე შორს შევტოპეთ, რომ მსახიობებიც კი შევარჩიეთ.

– ვინ არიან ეგ მსახიობები, თუ საიდუმლო არ არის? – იკითხა ბატონმა რეზომ.

– ვინ და, თინათინი – ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანი – სოფი ლორენი, ტარიელი – პიტერ ო’ტული, ავთანდილი – ალენ დელონი, ფატმანი – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონი – ენტონი ქუინი.

– რაღა ერთობლივი ფილმია, თქვენ გადაგიღიათ და ეგ არის! – ჩაილაპარაკა ვიღაცამ. – საკითხავია, ჩვენ ვინღა ვითამაშოთ?

– როგორ თუ ვინ?! – უცებ საუბარში ჩაერია ნოდარი. – იმდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? ვითამაშოთ ის ქაჯები და ვიყოთ ასე!

წინა საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში ხმა გავრცელდა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ქართველებს ციმბირში გასახლებით დაემუქრაო. იმ წელს თბილისში ძალზე აცივდა და თოვლიც დიდი მოვიდა.

გადაიხედა ნოდარმა ფანჯარაში: ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა იმ უპატრონომ, რაღაცა არ გავს საქართველოს ეს ყველაფერიო!

უნივერსიტეტში განიხილავდნენ ნოდარ დუმბაძის რომანს “მე ვხედავ მზეს”. ერთმა ჰკითხა – ეს შენი “სოსოიას რუსი” ამ რომანში და, კერძოდ, გურიის სოფელში საიდან გაჩნდაო?

ნოდარმა მყისვე მიუგო – დალოცვილებო, საქართველოში ორასი ათასზე მეტი რუსია და ერთხელაც არავის უკითხავს, საიდან გაჩნდნენ აქ და ჩემს რომანში ერთი რუსის გაჩენა გიკვირთო?

უკანასკნელ ხანს ნოდარ დუმბაძე მეტისმეტად დაძაბუნდა. სიარულიც უჭირდა, სუნთქვაც, ლაპარაკიც, მაგრამ სიცოცხლის ხალისი და იუმორის გრძნობა ძველებურად ჰქონდა შერჩენილი. იმ დღეებში პრესაში დაიბეჭდა, ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოსო!

– მე რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა, – ვერ დავდივარ, ვერ ვლაპარაკობ და ვერ ვსუნთქავო! – გაიცინა და სხვებიც გააცინა ნოდარმა.

ნოდარ დუმბაძის შემდეგ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი გავიხსენოთ. ერთხელ ახლობლებთან საუბარში ბატონმა ვახუშტიმ დაიჩივლა – ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, რომელიც ფულს იმისთვის იხდის, რომ უმაღლეს სასწავლებელში არაფერი ისწავლოსო.

ამ პატარა გადახვევის შემდეგ სიტყვა თავად ვახუშტი კოტეტიშვილს გადავცეთ.

“ხალხური სიტყვების ძიებაში უამრავი ადამიანი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი. მათზე ბევრი მოგონება შემომრჩა. არაგვისპირეთში მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ:

– ჩემს მეგობარ გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა, მოთქმა-ტირილი დაიწყო. მე ვუთხარი, რადგან ასეა, მოდი, დედა-შვილად გავიფიცოთ, მიშვილეთ-მეთქი. მართლაც იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, დედა-შვილად გავიფიცეთ. ამ რიტუალს გოგი წიკლაური ხელმძღვანელობდა. რიტუალის შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რადგან შენი ძმა ვარ, სახლის ნაწილიც მეკუთვნის-მეთქი და ყველაზე ლამაზი ოთახები ამოვირჩიე.

ამ დროს მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილმა უთხრა, დედი რა გატირებს, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცმა უთხრა, შვილო, უკვე ოთხმოცდაათ წელს ვუახლოვდები, საცაა მოვკვდები და ვახუშტი რომ ისევ დაობლდება, იმაზე ვტირიო. მე როგორც ერთხელ დაობლებულს, მის ნათქვამზე ცრემლი მომადგა, ალალმა შვილებმა კი კარგად იხალისეს.

ამ წერილისათვის მასალის ძიებისას ერთ სახალისო ისტორიას წავაწყდი.

როგორც ცნობილია, დაღესტნელი პოეტი რასულ გამზათოვი თავისი პოეზიით იმპერიის სამსახურში ჩადგა. ცნობილია ისიც, რომ მოგვიანებით იგივე გააკეთა ბალყარელმა ყაისინ ყულიევმაც.

სწორედ ეს ამბავი აღნიშნა ერთხელ ერთმა ლიტერატორმა – ამ ბოლო დროს ეს ყულიევი ნამეტანი გამოგამზათოვდაო!

ამაზე ტარიელ ჭანტურიამ მიუგო თურმე – ყულიევი ხომ გამოგამზათოვდა, სხვათა შორის, გამზათოვიც გვარიანად გამოყულიევდაო!

ბატონ ტარიელ ჭანტურიაზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა.

მუხრან მაჭავარიანი ბულგარეთში მიავლინეს იქაური პოეზიის ანთოლოგიის სათარგმნელად.

– კი, მაგრამ, მუხრანმა ბულგარული ენის ინჩიბინჩი იცის? – კითხულობდა მავანი და მავანი.

– მუხრანმა რომ რუსული იცის, ეს სწორედ ის არის ბულგარული! – გაეპასუხა ტარიელ ჭანტურია.

დღევანდელი წერილის ბოლოს კი ბატონი რევაზ მიშველაძის ორ მოგონებას შემოგთავაზებთ.

კრიტიკოსი ბესო ჟღენტი მოხსენებას კითხულობს. “კითხულობს” სწორი არ იქნება. ბატონი ბესო ხომ მუდამ ზეპირმეტყველებდა. ასე რომ, ბესო ჟღენტი მოხსენებას ამბობს.

– ზოგიერთები, ჩვენი სოციალისტური რეალიზმის უნაყოფო წარმომადგენლები დღესაც აქ ზიან ამ დარბაზში! – დაამთავრა მომხსენებელმა.

– ზიან კი არა, სხედან! – დაუძახა დიმიტრი ბენაშვილმა.

ბესო წამით შეჩერდა. დარბაზს დააკვირდა. სურდა, ხმის მიხედვით გამოეცნო მორეპლიკე. გამოსავალი ახლაც ზუსტად იპოვა.

– დიახ, ამხანაგებო, სხედან და ზიანს აყენებენ ჩვენს საქმეს, ჩვენს პროლეტარულ მწერლობას!

ირაკლი აბაშიძე ლენინგრადში პოეტთა დელეგაციას გზავნის. მოსაგვარებელი დარჩა მთავარი საკითხი – ვის დაავალოს დელეგაციის ხელმძღვანელობა. დელეგაციაში ორი “წონიანი პოეტია”, ალიო მირცხულავა და კარლო კალაძე.

იფიქრა, იფიქრა და ხონურ-გენიალურ გამოსავალს მიაგნო. კარლო კალაძეს უხმო:

– ჩემო კარლო, ლენინგრადში რომ ჩახვალთ, ჟურნალისტები დაგეხვევიან. ყველაზე პოეტური შესახედაობა შენ გაქვს და პირველად შენთან მოვლენ. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება: ვისი მეთაურობით ჩამოხვედითო? რა გენაღვლება, უთხარი, საშუალო პოეტი ალიო მირცხულავაა ხელმძღვანელი-თქო. სინამდვილეში-შენ იყავი.

[sexy_author_bio]

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025

"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი გარდაიცვალა

მთავრობა ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტის და პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო