“ოცნების” ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა; 100 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა; რაც ნიშნას იმას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, 300 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს და შემოსავალი წაართვეს.
და ახლა კიდე თუ იმას აპირებენ, რომ ბიუჯეტიდან უნდა აიღონ სოციალურად დაუცველების ფული და ხელფასში მისცენ, ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ.
მოკლედ, ერთადერთი ოპზიციის საწინააღმდეგო მიტინგებზე თუ დააყენებენ ადამიანებს და ფულს გადაუხდიან, თორემ დღეს ღარიბაშვილის განცხადება 200 ათასი ადამიანის დასაქმების თაობაზე გამორიცხულია და აბსურდი”,_ აღნიშნულ განცხადებას “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე აკეთებს.