ავადობა გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს- ამის შესახებ ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა.
ამასთან, დავით სერგეენგოს თქმით, დღეიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.
მისივე თქმით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ჯამში, საქართველოში ლაბორატორიულად ღორის გრიპის გამო 6 ადამიანი გარდაიცვალა.
imedinews.ge