სოციალურად დაუცველი სტუდენტების ბაზას, რომლებსაც სწავლის პროცესი გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მთავრობა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ.
„განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია ერთობლივი ბაზები. ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში მოიპოვება ბაზები სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქის შესახებ. განათლების სამინისტროში მოიპოვება ბაზები ყველა იმ სტუდენტის შესახებ, რომელიც დღეს-დღეობით არის რეგისტრირებული და ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი. ამ სტატუსების დადგენის შედეგად ჩვენ ველოდებით მათგანაც შესაბამის განაცხადს, რის შედეგადაც მოხდება უკვე ამ თანხების ანაზღაურება სასწავლო დაწესებულებებისთვის“, – განმარტა მინისტრმა “იმედის” ეთერში.