გერმანიაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივების შესახებ იმსჯელეს.
ანგელა მერკელის შტაბის უფროსის განცხადებით, სოციალური დისტანცირების შეზღუდვები 10 მაისამდე გაგრძელდება.
გერმანიაში ასევე განიხილეს ბაგა-ბაღების გახსნის და სპორტული ღონისძიებების განახლების საკითხი, თუმცა, გადაწყვიტეს, 6 მაისამდე დაელოდნონ მონაცემებს თუ რა გავლენას მოახდენს შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ეპიდსიტუაცია.
გახსნის უფლება მიეცათ ასევე სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც 800კვადრატულ მეტრზე არიან განთავსებული, ავტომობილების და ველოსიპედების დილერებს, წიგნების მაღაზიებს, მაგრამ მათ უნდა დაიცვან მაცრი სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესები.
რაც შეეხება განათლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, გადაწყდა, რომ სასწავლო პროცესი ნელ-ნელა განახლდება და სწავლა მოსწავლეებს შედარებით მცირე ჯგუფებში მოუწევთ.