https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ილიაუნისთვის ავტორიზაციის მინიჭება მონიტორინგის პირობით უკანონოა

10:00; 29.10.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭება მონიტორინგის პირობით უკანონო და დაუსაბუთებელია, რაც მთავრობის მიერ უნივერსიტეტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევის სერიოზულ რისკებს აჩენს.

“მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეების შევიწროების საერთო კონტექსტში, ჩნდება ვარაუდი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი უნივერსიტეტების შევიწროებას გეგმავს და მათ კრიტიკული სამოქალაქო პოზიციების გამო სჯის. 

2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ (შემდგომში საბჭო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს  6  წლის ვადით ავტორიზაცია მიანიჭა, თუმცა, დამატებით მოთხოვნად ერთი წლის ვადაში  ანგარიშის წარმოდგენა განუსაზღვრა.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს  კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭო  უმაღლესი დაწესებულების ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს  გადაწყვეტილებას ავტორიზაციის, ავტორიზაციაზე უარის და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობა ე.წ „პირობითი ავტორიზაციის“ ტერმინს არ იცნობს, თუმცა  განათლების მინისტრის ბრძანება აზუსტებს, რომ  ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაშიც საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ დაწესებულებას განუსაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. ასევე ის უფლებამოსილია,  მიიღოს დაწესებულების ავტორიზაციის გადაწყვეტილება და მიმართოს ცენტრს შუამდგომლობით დაწესებულების მონიტორინგის შესახებ, ან მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ, ან უარი უთხრას ავტორიზაციაზე. ამდენად, საბჭო უფლებამოსილია, რომ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნა მიიღოს ცნობად, ან მიმართოს ცენტრს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, ავტორიზაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ავტორიზაციის საბჭო ილიას უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი  თვითშეფასების  ანგარიშს  ცნობად არ მიიღებს,  უნივერსიტეტი  კვლავ  გაივლის ავტორიზაციას ზოგად ავტორიზაციის სტანდარტებთან და საბჭო უნივერსიტეტთან მიმართებით  ხელახალი შეფასების ფარგლებში  უფლებამოსილი იქნება მიიღოს ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან ერთ–ერთი, მათ შორის − გაუუქმოს უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

ავტორიზაციის ექსპერტების ჯგუფის შეფასებით, უნივერსიტეტი შესაბამის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მეტიც, ექსპერტების აზრით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია.  ექსპერტებმა უნივერსიტეტს მხოლოდ ტექნიკური რჩევები მისცეს. მნიშვენელოვანია განიმარტოს, რომ რჩევა არის არასავალდებულო სახის შეთავაზებები,  რეკომენდაციები არის სავალდებულო, და ნიშნავს რომ უნივერსიტეტმა ის უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ სტანდარტთან მოვიდეს შესაბამისობაში.  

ამის მიუხედავად, საბჭომ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები რამდენიმე კომპონენტში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეცვალა, ექსპერტების ჯგუფის ზემოაღნიშნული რჩევები ყოველგვარი ახსნის გარეშე რატომღაც რეკომენდაციად გადააკვალიფიცირა და მიიჩნია, რომ ავტორიზაციის სტანდარტის ცალკეულ კომპონენტებში  ნაცვლად − „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, უნდა შეფასებულიყო როგორც − „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“. ამასთან აღსანიშნავია რომ ექსპერტთა მიერ გაკეთებული რჩევები მექანიკურად არის გადატანილი რეკომენდაციებში და მათ შორისა, გადატანილია ისეთი რჩევები, რომელიც უნივერსიტეტის მიერ უკვე შესრულებული იყო.

სამწუხაროდ, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არათუ არ არის მოცემული ექსპერტთა მიერ შემუშავებული რჩევების რეკომენდაციებში გადატანის საფუძველი, არამედ პრობლემურია ის, რომ არასავალდებულო ხასიათის რჩევები საბჭომ  ისეთ სავალდებულო რეკომენდაციებად აქცია, რომელიც ავტორიზაციის სტანდარტით არ მოითხოვება და ამით საკუთარი  უფლებამოსილების ფარგლებიდან გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს სისტემაში პრობლემურია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ინსტიტუციური მოდელიც,  განსაკუთრებით კი − ავტორიზაციის საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნის და გათავისუფლების წესი,[2] რაც ავტორიზაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლებისა და   ინსტიტუციური ავტონომიის შესახებ საერთაშორისო  და რეგიონულ სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში.  

ცხადია, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თვითნებური და აშკარად უკანონო შინაარსი, ისევე როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრების პრემიერ–მინისტრის მხრიდან დანიშვნის სისტემა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ის პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.

ამის ნათელი მაგალითია სხვა  უნივერსიტეტების შეფასების პროცესზე დაკვირვება და შედარება. ავტორიზაციის საბჭოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ საბჭოს განსხვავებული და უფრო ლოიალური მიდგომა ჰქონდა, მაგალითად, აკაკი წერეთლის, გრიგოლ რობაქიძისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შეფასებასთან მიმართებით, სადაც ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტების მიერ მითითებული რეკომენდაციები, პირიქით, რჩევაში გადაიტანა და მიიჩნია, რომ ეს არ იყო რეკომენდაცია. ასევე, 2021 წელს, როდესაც ვებსტერის უნივერსიტეტს  ავტორიზაცია  მიენიჭა, უნივერსიტეტი, ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, 7 კომპონენტიდან ოთხში საერთოდ არ შეესაბამებოდა კანონით მოთხოვნილ სტანდარტს, მაგრამ ავტორიზაციის საბჭომ მას მაინც მიანიჭა სრულფასოვნად ფუნქციონირების უფლება.

იმას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკან, შესაძლოა, პოლიტიკური დაინტერესება იდგეს, ადასტურებს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც.

გაზაფხულის პროტესტებთან კავშირში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი  წინასაარჩევნო  დაპირება განათლების ფუნდამენტური რეფორმის გატარება იქნება, რომელიც განათლების სისტემაზე პოლიტიკურ გავლენებს შეამცირებს. მისი თქმით, „საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო განათლების სისტემა […] საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, 4წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა.. 

ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“.

ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთი იყო იმ საჯარო უნივერსიტეტებს შორის, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს რექტორთა განცხადებას, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ ბოიკოტს ეხმიანებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ  „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“ და რომ „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე“. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციების დროს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გააკეთა და უნივერსიტეტები მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილა. თუკი ეს ვალდებულებები არ შესრულდებოდა, ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში პრობლემების შექმნის საფრთხეზე აფრთხილებდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ, ერთი მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, უკანონობა და მეორეს მხრივ, ავტორიზაციის პროცესის ინსტიტუციური მოწყობის არსებული მოდელი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უფრო მეტად პოლიტიკური დაინტერესებით იყო  მოტივირებული. ამ ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მაღალი თანამდებობის პირებისა და განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრის კრიტიკული და არადემოკრატიული განცხადებები უნივერსიტეტებთან დაკავშირებით.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის უგულებელყოფა და ამით საკუთარი პრაქტიკიდან გადახვევა, კითხვის ნიშნებსაც აღარ ტოვებს მათი გადაწყვეტილების მიზანზე − სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შევიწროებისა და მასზე „მსუსხავი ეფექტი“ საუნივერსიტეტო სფეროზეც გაავრცელონ. სხვაგვარად უბრალოდ ვერ აიხსნება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დასაბუთების გარეშე, თვითნებურად,  ცვლის დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას მაშინ, როდესაც ისინი არათუ დარღვევებზე, არამედ უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და აშკარა მოწონებას გამოხატევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოს დააკმაყოფილოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი და აღმოფხვრას ის უკანონობა და თვითნებობა, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მის პირველად გადაწყვეტილებაში დაუშვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მისცეს უპირობო ავტორიზაცია”,_ ნათქვამია განცხადებაში.

ილიაუნისოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10:51; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:19; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20 სექტემბერი, 2026

სამი წლის გენიოსი

ქალის ხასიათი და ფერები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ “ჟურნალისტებს”, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

11:04; 21.09.2026
სამართალი

“გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, გარდაიცვალა ორი ადამიანი” _ შსს

10:54; 21.09.2026
საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10:51; 21.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:19; 21.09.2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო