მმართველი გუნდის წევრები გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს შორის საეჭვო კავშირზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გახარიას გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით უარგუმენტო იყო.
„ერთადერთი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ქვეყანაში გამოეწვია არეულობა და დესტაბილიზაცია. და რატომ უნდა სჭირდებოდეს ეს პრემიერ-მინისტრს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი თუ მართლა რაღაც კავშირები არ არსებობს ქვეყნის გარეთ არეულობის გეგმასთან. ქვეყნის გარეთ რომ გეგმა არსებობდა, ამაზე პირდაპირ ლაპარაკობდა თუნდაც მიშა სააკაშვილი და ქვეყნის შიგნით მისი მომხრეები“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.