“ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის, მომავალი განვითარებისთვის”, _ განაცხადა სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
“სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში.
არ ყოფილა შემთხვევა როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამქვეყანაში.
ჩვენ ყველანი ერთად დარწმუნებულები ვართ,რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი? _ სწორედ იმიტომ რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა მაგრამ ერთიანი ქვეყნის იტერესების დასაცავად.
ეს არის მთავარი პრინციპი რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ როცა საქართველოს სჭირდება, _ განაცხადა სუბარმა.