დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
„ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ველოდები ნოვრუზის დღესასწაულს. ეს არის საყოველთაო სიხარულის, მოწყალების გაცემის, ხალხის ერთიანობისა და ადამიანების ურთიერთსიყვარულის დღე. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ დღესასწაულს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. (R)