შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირი. დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდების მხარე ყველა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. გირაოს შეფარდების მოთხოვნის დაყენებას აპირებს დაცვის მხარე.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ,რომ აქცია თბილისში პარლამენტთან “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მას შემდეგ დაიწყო რაც 12-ში ღამით პოლიციამ კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა.
ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე, პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასჯას, ვინც კლუბებზე იერიშის მიტანაში მონაწილეობდა. გუშინ პარლამენტის მიმდებარედ თეთრი ხმაურის კონტრაქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა. განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ და განათლების მინისტრმა.
აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და შემდეგ აქციის მონაწილეებთან მივიდა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მათ ბოდიში მოუხადა და კონკრეტულიშედეგის მიღწევას შეჰპირდა.