როგორც ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს განუცხადა, “სპეცოპერაციის შეჩერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს”, _ იუწყება ria.ru.
“დონბასის დასაცავად მიმართული სპეცოპერაციის შეჩერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს და რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს”, _ უთხრა პუტინმა ერდოღანს.
“რუსულმა მხარემ დაადასტურა უკრაინის მხარესა და უცხოელ პარტნიორებთან დიალოგისთვის მზადყოფნა კონფლიქტის დასარეგულირებლად”, _ აცხადებს კრემლის პრესცენტრი.
პუტინი ერდოღანს ესაუბრა, რომ “კიევის მიერ მოლაპარაკებების გაჭიანურებას პერსპექტივა არ აქვს.”:
“ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება მხოლოდდამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე”. _ თქვა პუტინმა.