“ამბავი კი ასეთია:
შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I და III ბატალიონები, რომლებიც თბილისში არიან დისლოცირებული, ყაზარმულზე ჰყავთ ეს დღეები, სახლში არ უშვებენ და ჩვეულებრივ რეჟიმში არ აბრუნებენ სპეცრაზმელებს, რომ უცებ ყაზარმულზე გადაყვანით ენმ ოფისის შტურმის დღე არ გაშიფრონ. ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება და მზად უნდა იყვნენ”,_ ამ პოსტს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია აქვეყნებს.