რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ სპეცრეჟიმით ხდება. რაც ითვალისწინებს, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“5 საათზე გამსვლელი ტრანსპორტი კიდევ ასწრებს რიკოთის გავლას, მაგრამ 6 საათის შემდეგ რაც მიდის ან მოდის, შემოვლითი გზით დადის. ასევე ღამის ტრანსპორტიც, რომლებიც 11 და 12 საათზე გადიან”,_ გვითხრეს ავტოსადგურში.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური რეჟიმის დაწესება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.