ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „ბაიერნის“ შემდეგ, „მილანიც“ ინტერესდება, _ ამის შესახებ იტალიური გამოცემა ,,Sportmediaset“ – ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, როსონერი პირველად სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
„მილანის“ ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია კვარაცხელიას ტალანტით, 20 წლის გარემარბი რუსეთის „პრემიერ ლიგაში“ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და შესანიშნავი თამაშით მარტის სანაკრებო მატჩებშიც გამოიჩინა თავი. გუნდის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ფეხბურთელის შესახებ პირადად ესაუბრა მილანის ქართველ ლეგენდას, კახი კალაძეს და უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით ფეხბურთელის აგენტსაც შეხვდება”, _ წერს გამოცემა.
გერმანული პრესის ცნობით კი, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მიუნხენის ბაიერნიც იჩენს, რეკორდმაისტერი კვარაცხელიას ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდება.
transfermarket-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.
თუმცა, როგორც ცნობილია, ყაზანელები ქართველ ტალანტს, 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.
20 წლის თავდამსხმელი ყაზანურ კლუბს, 2018-2019 წლების სეზონში, მოსკოვის “ლოკომოტივიდან” შეუერთდა. მან კლუბის მაისურით 49 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით გამართულ 8 შეხვედრაში, 3 გოლის გატანა მოახერხა.