სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის პოლიცია შევიდა და ჩხრეკას ატარებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რას ედავებიან ჟურნალისტს. სახლიდან ამოიღეს კომპიუტერი, ლეპტოპი და ტელეფონი.
„არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები და ლეპტოპები და კომპიუტერი. ვუკავშირებ იმას, რომ ვარ სულ აქციებზე“ – უთხრა ცნობილაძემ ჟურნალისტებს.