ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომეთსა და სოფელ კოხნარში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გახორციელდება. 30 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს “სტარტ +”-მა გაიმარჯვა. შესყიდვის თავდაპირველი, სავარაუდო ღირებულება 64 859 ლარი იყო. “სტარტ +”-მა კი 57 033 ლარად მოიგო. ორივე სამუშაო გამარჯვებულმა კომპანიამ 2 თვეში უნდა დაასრულოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved