შვედურმა მუსიკის სტრიმინგის გიგანტმა Spotify-მა გამოაცხადა, რომ ამცირებს თავისი მუშახელის 17%-ს, რაც დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილია. სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხარჯების შემცირებაა.
აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ეკმა თქვა, რომ მან მიიღო “რთული” გადაწყვეტილება.
Spotify-ში დასაქმებულია დაახლოებით 9000 ადამიანი და ეკმა თქვა, რომ „არსებითი ქმედება იყო საჭირო ჩვენი ხარჯების დასაკმაყოფილებლად, რომ კომპანიამ მიაღწიოს მიზნებს”.