იზოლატორში, სადაც სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცია მოთავსებული, სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
ადვოკატის თქმით, 63 წლის მამაკაცს სავარაუდოდ, გულის შეტევა აქვს. მედიკოსები კი ამბობენ, რომ მამაკაცი კლინიკაშია გადასაყვანი.
შეგახსენებთ, 63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.