სროლა და ფიზიკური დაპირისპირება რესტორან “ქვევრში” _ TV პირველის ინფორმაციით, რესტორნის ერთ-ერთ მფლობელს, ზურაბ ტიბუას ამავე რესტორნის მეწილე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი და ბერა ივანიშვილის ძმაკაცი ლაშა ბასლანძე თავს დაესხა, შემდეგ კი მისივე კუთვნილი იარაღით უმისამართოდ გაისროლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის დროს რესტორანში სტუმრები და მომსახურე პერსონალიც იმყოფებოდა.
მომხდარი, სავარაუდოდ, დაფიქსირებული აქვს სათვალთვალო კამერებსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბასლანძე ტიბუას რესტორნის წილების დათმობას სთხოვდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


































































