სროლა იყო ჰამბურგში, იეჰოვას მოწმეთა დარბაზში.
როგორც BBC იუწყება, სროლის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და სავარაუდოდ გარდაცვლილთა შორისაა, თუმცა, გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, ის გარდაცვლილ ადამიანებს შორისაა, თუ შენობიდან გაქცევა შეძლო.
უცნობია, სროლის ზუსტი მიზეზიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებიან.