ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.
გავრცელებული ცნობით, ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ამ დროისთის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
წყარო: ajara.tv