ორმხრივი სროლა იყო ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე.
DW-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 3 ყირგიზი მესაზღვრეა დაჭრილი, მათ შორის სასაზღვრო პუნქტის უფროსი. ტაჯიკეთის მხარეს კი 2 მოქალაქე დაშავდა.
როგორც გამოცემა წერს, მომხდართან დაკავშირებით მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.