თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.