სროლა და მასობრივი დაპირისპირება იყო დედაქალაქის ცენტრში _ შემთხვევა გმირთა მოედანზე წუხელ მოხდა.
ფიზიკურ დაპირისიპრებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს არ ატატებდა. ადამიანთა დიდმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა რამიდენიმე ადამიანზე. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა.
დანაშაულის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია ვინ განახორციელა გასროლა, აღსანიშნავია ის, რომ ადგილზე ოპერატიულად მოხდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟის მიბილიზება, თუმცა სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისოირებულ მხარეებზე გავლენა არ მოუხდენია, სანამ პოლიციელთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზარდა.
წყარო: ნიუპოსტი