სროლა იყო ცოტა ხნის წინ ფლორიდაში.
სროლის შედეგად FBI-ის 2 აგენტი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
როგორც FBI-ის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ. საქმე ბავშვების მიმართ ძალადობას ეხება.
“FBI- ს პოლიტიკის შესაბამისად, სროლის ფაქტს იძიებს FBI- ს ინსპექციის სამმართველო. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება”,_ ნათქვამია FBI-ს განცხადებაში.