ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესამ ქმრისა და 13 წლის ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ ინსტაგრაზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი, რამდენიმე დღის წინ, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
„ჩემ გოგონებს და მე გვინდა მადლობა ვუთხრათ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს ამ საშინელ დროს. მადლობა ლოცვისთვის. ჩვენ ეს გვჭირდება.
სრულიად გამოფიტულები ვართ ჩემი ქმრის მოულოდნელი დაკარგვით. კობი – საოცარი მამა; ჩემი მშვენიერი, საყვარელი ჯანა – მოსიყვარულე, შესანიშნავი შვილი და არაჩვეულებრივი დაიკო.
ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ოჯახების მწუხარებას, რომლებმაც კვირას ახლობლები დაკარგეს.
არ გვყოფნის სიტყვები ტკივილის გამოსახატად. არანორმალურად ბედნიერები ვიყავით, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. მინდა ისინი სამუდამოდ დარჩნენ ჩვენთან.
მადლობა მხარდაჭერისთვის. გთხოვთ პატივისცემა და კონფიდენციალურობა გამოიჩინოთ, რაც დაგვჭირდება ამ ახალ რეალობაში.
ფონდმა Mamba Sports Foundation დააფუძნა ფონდი MambaOnThree, რათა ტრაგედისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს.
დიდი მადლობა თქვენი ლოცვისთვის და კობის, ჯიჯის, ნატალიას, ბიანკას, კაპრის და ჩემი სიყვარულისთვის,“_წერს ვანესა.
კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი, რამდენიმე დღის წინ, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.






























































