“სრულიად საქართველო დაშოკა 9 წლის ანგელოზის ტრაგედიამ და ჩოხატაურელი “მეოცნებები” 3 ავტომობილიანი “კოლონით” რას ზეიმობენ?” _ ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ვიდეოში ჩანს სამი ავტომობილი, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო დროშები აქვთ გადმოფენილი და ჩოხატაურის ქუჩებში სიგნალებით მოძრაობენ.
“ადამიანურადაც უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და სრულიად არაადექავატურები არიან”, _ წერს ხაბეიშვილი.