“ოცნების” მიერ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა.
“ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ”,_ წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.