რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, მწყემსის მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ექსპერტების მიმართ ნდობა არ გააჩნია.
„ავტომობილში იყო ბავშვი, უკანა სავარძელზე იჯდა. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ექპერტიზის წარმომდგენლები არიან, რომლებიც შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ. გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან შესაბამი ექსპერტები ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.


































































