მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე გაითიშება სს „საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული ქსელი. რის შედეგადაც შეფერხებით იმუშავებს გარე და შიდა სერვისები:
• სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის;
• კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი;
• ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა;
• რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი;
• რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ;
„საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.