ლანჩხუთში კოვიდინფიცირების შემთხვევები სტაბილურად მატულობს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 11 437 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11 230 პირი, გარდაცვლილია 83.