ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, “დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
„ვაფასებთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან. ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი უკვე 16 წლისაა – ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ერგნეთში და წარმოადგენს მკაფიო მაგალითს იმისა , თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს დიალოგს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ. ჩვენს მიერ ევროკავშირთან და გაეროსთან ჩატარებული სამუშაო ცხადყოფს, რომ ჩვენი ეფექტური და მრავალმხრივი ჩართულობა ხელს უწყობს მედიაციას. დღეს მე ვესტუმრები ოძისს, რათა თავად შევაფასო კონფლიქტის განგრძობადი ზემოქმედება. ჩვენი ჩართულობა არის და იქნება განპირობებული ადგილზე მყოფი ადამიანების საჭიროებებით. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე ათეულ წლებს ითვლის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დავეხმაროთ როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების დაძლევაში. მინდა დავარწმუნო საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი ორგანიზაცია კვლავ გაუწევს ექსპერტულ მომსახურებას და მხარდაჭერას. მადლობას გიხდით ეუთოს პრინციპების ერთგულებისთვის,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს გევრდზე გავრცელებული ინფორმაციით, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ.


































































