სტადიონთან დამარხული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას tv25 ავრცელებს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.
ჩეხედანას სტადიონთან ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ის ძაღლებმა ამოთხარეს. ახალგაზრდას, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
TV25.GE-ის ინფორმაციით, მოკლული ბიჭი მეზობელ სოფელ სკურაში სტუმრად იმყოფებოდა. არსებობს ვერსია, რომ დამნაშავე პირმა, ვინც ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა საქართველოს საზღვარი ოფიციალურად დატოვა.