ამერიკის შეერთებულ შტატებში, “სოვეტოლოგია“ როგორც ისტორიული მეცნიერების დარგი, ათწლეულებია რაც არსებობს. ამერიკელ სოვეტოლეგებს არაერთი სამეცნიერო წიგნი აქვთ შექმნილი საბჭოთა კავშირში არსებული რეჟიმის შესახებ. თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობით, როგორც წესი, მაინც სტალინზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები სარგებლობენ.
ცოტა ხნის წინ, ამერიკაში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით “სტალინური გენოცოდი“, რომელიც სტალინის დროინდელ მასობრივ მკვლელობებს და კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეძღვნება.
წიგნის ავტორია ამერიკელი ისტორიკოსი ე.წ. საბჭოთა პერიოდის სპეციალისტი და მკვლევარი, პროფესორი ნორმან ნაიმარკია. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია უამრავი ფაქტები და დეტალები, “პროლეტარიატის დიდი ბელადის“ მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობების შესახებ.
ავტორი ცდილობს უარყოს გაერო–ს მიერ აღიარებული ოფიციალური აზრი, რომ სტალინის იდეოლოგიური რეფორმები და სტალინური რეპრესიები არ იყო ნაციონალურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები. ავტორის აზრით, სტალინურ რუსეთში სწორედ გენოციდს ქონდა ადგილი. რის მაგალითადაც ნორმან ნაიმარკს ე.წ. გაკულაკების და ერების გადასახლების მაგალითები მოყავს.
ავტორი