თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან 270-მეტრიანი ტანკერი Mia და 130-მეტრიანი საკონტეინერო ხომალდი Orita ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახება სანაპირო ზოლიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა. შეჯახების შედეგად ნავთობტანკერის ბალასტური ავზი გაფუჭდა და ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის კატარღები და გემზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.






























































