“სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, სრულიად უსამართლოდ, და ამ გადაწყვეტილების ნებისმიერი გადავადება მომავალში, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. თუ დღეს რუსეთის ფედერაცია ფიქრობს და იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, ამასთან მიმართებით ევროკავშირმა უნდა მიიღოს დროული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება”. _ განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.