მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ატარონ პირბადე.
“პოლიტიკოსებს, ძირითადად, უკეთიათ თეთრი პირბადეები ფილტრით. ამ პირბადეების ტარება ქუჩაში აკრძალულია ევროპაში. ეს პირბადეები განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის, რომლებიც ინფიცირებულებს ეკონტაქტებიან და ეს პირბადე მათ უკეთ იცავს. ამ პირბადის ნაკლი ის არის, რომ შენ არ გეკარება ვირუსი, მაგრამ თუ შენ გაქვს ეს ვირუსი, უპრობლემოდ გარეთ გამოდის და შეგიძლია სხვა ადამიანს გადადო. რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე არ ვიცი, მაგრამ მე თუ ვიცი, იმ პოლიტიკოსებმა რატომ არ იციან? ხალხზე ზრუნვა უნდა იყოს მთავარი და მსგავსი რაღაცეების ცოდნა.“- წერს სტეფანე ფეისბუქზე.