გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. ამ წუთებში ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე ქუჩებში მდინარეებივით გამდინარე წყალმა საცობი შექმნა. როგორც ადგილიდან “გურია ნიუსს” შეატყობინეს, ამ წუთებში ბათუმისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ და უკან ბრუნდებიან.
ქობულეთში წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, ქობულეთიდან დახმარების თხოვნით 30-მდე შეტყობინებაა შესული, ბათუმიდან კი 25-მდე შეტყობინება შევიდა.