გურიაში სტიქიია _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ორი სოფელი _ ქვაბღა და ჩხაკაურა გარესამყაროს მოწყდა.
როგორც ადგილობრივებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, მწეყერის გამო, თითქმის ორი საათია შეჩერებულია ტრანსპორტის მიმოსვლა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები:
_ მეწყერი ჩამოწვა ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე, სოფელ ქვაბრასა და ჩხაკაურას შორის.
ქვბაღის მოსახლეობის ნაწილს ტრანპორტის პრობლემა არ აქვს, მეორე ნაწილს და ჩხაკაურს კი რამდენიმე საათში აღუდგება, რადგან უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.