ოზურგეთისა და ჩოხატაურის მსაგვსად სტიქიაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მაკა სულბარიძის თქმით სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება:
_ მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი და მუშაობას საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ძლიერი ქარის გამო სოფელ აცანაში ერთს სახლს სახურავი მთალიანად აქვს ახდილი. საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა სოფელ გვიმბალაურში. ქარმა სახურავის გარეშე დატოვა ქალაქ ლანჩხუთში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, _ გვითხრა სულაბერიძემ.
მისივე თქმით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში იმყოფებიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.