სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად 400 მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება.
სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.