ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, სტიქიას გადარჩენილი გოგონა გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს.
„გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“,_ იუწყება სოციალურ ქსელ Facebook-ში კეკელიძე.