კალიფორნიაში სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. მათი ასაკი 3-დან 89 წლამდეა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამაშველო ეკიპაჟი დაკარგული ადამიანების ძებნას ამ დრომდე აგრძელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის ზონა სავსეა ღვარცოფის შედეგად ასობით დაზიანებული ან განადგურებული სახლების ნარჩენებით.
როგორც ცნობილია, კალიფორნიაში ძლიერმა წვიმამ ღვარცოფი გამოიწვია.