ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ დროისთვის დატბორილია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და ე.წ. “აკაციების” ტერიტორია.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაბაში, რევაზ ბერძენიშვილმა განუცხადა, სამი ოჯახი დაიტბორა.
“წყალი შევიდა რამდენიმე ოჯახში. ახლა ვახდენთ მობილიზაციას სხვადასხვა სამსახურების”,_ გვითხრა ბერძენიშვილმა.
ფოტოები “გურია ნიუსს” ადგილიდან მოაწოდეს.
ავტორი