ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან.
“უხვი ნალექის შედეგად, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეგვიქმნა მუნიციპალიტეტის ცენტრში, გუთურის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ აკაციები დაიტბორა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურთან ერთად, ვახორციელებთ გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, ასევე გუთურში ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა ოჯახებს და საფეხმავლო ხიდს, მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის დათვლა. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევეცდებით პრობლემების აღმოფხვრას”,_ ამბობს მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე