ძლიერი ქარის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხე წაიქცა.
სოფელ ჩიბათში დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, რის გამოც მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა. ამ დროისთვის დაზიანების ადგილას მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაზიანებულია საახალწლო განათებები, წაიქცა ხე და ა(ა) იპ კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლების მიერ ტარდება სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ავტორი